პროექტი

1.    პროექტის სახელწოდება:   გლობალური დათბობა
2.    პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეთა ყურადღების მიქცევა იმ საფრთხეებზე,რაც კაცობრიობის წინაშე ბოლო ასწლეულის მანძილზე დგას, კერძოდ კლიმატის გლობალური დათბობა, რაც უარყოფითად აისახება როგორც გარემოზე, ისე ცოცხალ სისტემებზე და  „სათბურის ეფექტითაა“ ცნობილი
3.    პროექტის აქტუალობა: კლიმატის გლობალური დათბობით გამოწვეული ტემპერატურის მომატება დედამიწაზე იწვევს პირველ რიგში პოლუსებზე ყინულების დნობას და შედეგად აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე. კონტინენტებისა და შესაბამისად ქვეყნების სანაპირო ზოლის საკმაოდ დიდი ფართობი წყლის ქვეშ აღმოჩნდება. მაგალითად ცნობილია, რომ ეგვიპტის დიდი ნაწილი წყლის ქვეს აღმოჩნდება, განადგურდება ხმელეთის ფლორა და ფაუნა.
4.    პროექტის  მიზნები: მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ თუ რა არის კლიმატის გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები, რა შედეგები შეიძლება დადგეს და რა გზებით შეიძლება ამ კატასტროფის თავიდან აცილება.
5.    მონაწილეთა ასაკი:  IX კლასი  (14-15 წლის)
6.    ვადები/ხანგრძლივობა:  1 თვე
7.    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  კვლევა-ძიებისა და ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება, კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება, პლაკატებისა და ნახატების გაკეთება, პრეზენტაციის უნარი, ბუნების სიყვარულისა და მისი დაცვის ინტერესის განვითარება.
8.    პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ენციკლოპედიები, პლაკატები, კედლის გაზეთი
9.    პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  დგება მოსწავლეთა სამი ჯგუფი. პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას კლიმატის გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზების შესახებ. მეორე ჯგუფი -  მისი შედეგების შესახებ. მესამე ჯგუფი კი იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ტარდება მსოფლიოს მასშტაბით ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. სამივე ჯგუფი შედეგებს წარმოადგენს სურათების, ნახატების, სლაიდ- შოუების სახით და აკეთებს შესაბამის პრეზენტაციებს, გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს.
10.                       საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი:ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია. ეროვნული სასწავლო გეგმა: აგროვებს ინფორმაციას ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების შესახებ, მასალას წარმოადგენს პროექტის, ფოტომასალის, ჩანახატის, კედლის გაზეთის, სლაიდ-შოუს სახიღ. ასახელებს ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოს ისეთი ცვლილებების მაგალითებს, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაძე, იკვლევს და ეძებს გზებს ამ პრობლემების თავიდან აცილების შესახებ.
11.                       პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ბიოლოგიის მასწავლებელი რუსუდან კუტუბიძე
12.                       ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  rusudankutubidze@gmail.com

13.                       პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  rusudanxobis.blogspot.com

No comments:

Post a Comment