გაკვეთილის გეგმა

                სსიპ  ქალაქ  ხობის  2   საჯარო
სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის
რუსუდან კუტუბიძის

გაკვეთილის გეგმა ბიოლოგიაში

გაკვეთილის თემა
გამრავლება.მეიოზი.მეიოზის მნიშვლელობა
სწავლების საფეხური და კლასი
მე-IX კლასი. საშუალო საფეხური
მასწავლებელი
რუსუდან კუტუბიძე
მოსწავლეთა რაოდენობა
21
განსაკუთრებული სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
 არ არის
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლე დაკვირვების საფუძველზე აღწერს მეიოზის ფაზებს.ადგენს მათ შორის მსგავსება-განსხვავებას და მსჯელობს მეიოზის ბიოლოგიურ როლზე.
გაკვეთილის შედეგი
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან.
ბიოლ.XI .5
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმის გარავლებისა და ინდივიდუალური განვითარების ფორმები.
იყენებს/ადგენს მეიოზის სქემატურ მოდელს და აკავშირებს ქრომოსომებისა და მათი უბნების განაწილებას გენეტიკურ ცვალებადობასთან.
ბიოლ. XI .2
მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება,მონაცემთა აღრიცხვა.აწარმოებს დაკვირვებასა და გაზომვებს,იღებს სარწმუნო ცნობებს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ უნდა იცოდეს უჯრედის აგებულება,ქრომოსომების სტრუქტურა.სქესობრივი და უსქესო გამრავლებისა და გენეტიკის კანონზომიერებები.
შეფასება
მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად,ჩართულობის,ახალი და ძველი მასალის გააზრების,მოდელებზე დაკვირვებისა და აღწერის უნარის მიხედვით.მონაცემთა ორგანიზებისა და მათი არმოდგენის უნარებზე დაკვირვებით.მსჯელობს მეიოზის ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე,არგუმენტირებულად აყალიბებს მოსაზრებებს. თან ერთვის სეფასების სქემა                       
სასწავლო მასალა და ტექნოლოგიური რესურსი
სახელმძღვანელოს ტექსტი,სურათები,სქემები,მიკროსკოპი,მზა პრეპარატი,თაბახის ფურცლები,კომპიუტერი.
 გაკვეთილის მსვლელობა


აქტივობა 1. (5წთ)

მოსწავლეთა გააქტიურების მიზნით,მათ ვთხოვ წაიკითხონ რუბრიკა „გაიხსენე“ და გასცენ შემდეგ კითვებს პასუხი:
-რა არის დამახასიათაებელი უსქესო გამრავლებისათვის?
-რა განასხვავებს სქესობრივ გამრავლებას უსქესო გამრავლებისაგან?
-როგორ ფიქრობთ სქესობრივი გამრავლების დროს,როგორ ინარჩუნებს ორგანიზმი მისთვის დამახასიათებელ კარიოტიპს?
-სად წარმოიქმნება გამეტები ცხოველებში?მცენარეებში?

აქტივობა 2 (15 წთ)

მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას მიკროსკოპის გამოყენებით,დაათვალიერონ მეიოზის მიკროპრეპარატი და ვთხოვ ჩაიხატონ რვეულში მეიოზის ფაზები(რაც დაინახეს).
ამის შემდეგ დააკვირდნენ მეიოზის ნახატს გაკვეთილში და შეადარონ თავიანთ ნახატს,გამოთქვან მოსაზრებები. ყურადღებით წაიკითხონ ტექსტში შესაბამისი მონაკვეთები და ხაზი გაუსვან ძირითად საკითხებს.
https://drive.google.com/open?id=0B9PnhU6jxqKDV0Q3aTZBNmdVLWs&authuser=0

აქტივობა 3 (15 წთ)

ინფორმაციის ანალიზი,შედარება,დისკუსია.
იმისათვის რომ  გავიგო,რამდენად გაიაზრეს მოსწავლეებმა ახალი მასალა,ვთხოვ მათ ინდივიდუალურად იმუშაონ სქემებზე,თანმიმდევრულად,შეკითხვების საფუძველზე აღწერონ,შეადარონ ერთმანეთს პირველი და მეორე მეიოზური გაყოფის ფაზები.
დაადგინონ მათ შორის მსგავსება-განსხვავება.
გამოიტანონ დასკვნები.




შედარების კოგნიტური სქემა

რა ხდება I პირველი მეიოზური    რა ხდება II მეიოზური 
 გაყოფის დროს                                  გაყოფის დროს

პროფაზა:                                             პროფაზა:
მეტეფაზა:                                           მეტაფაზა:
ანაფაზა:                                               ანაფაზა:
ტელოფაზა:                                         ტელოფაზა:


რა მსგავსება და განსხვავებაა I და II
მეიოზურ გაყოფას შორის
აღწერე რა ხდება  I მეიოზური
გაყოფის დროს
ინტერფაზა:



აღწერე რა ხდება II მეიოზური
გაყოფის დროს
ინტერფაზა:


მსგავსებისა და განსხვავების საფუძველზე
დასკვნების გამოტანა, დასაბუთება.




აქტივობა  4 ( 5 წთ)

გაკვეთლის შეჯამება.

იმისათვის რომ შევაჯამოთ კლასის ცოდნა;მოვისმენ მოსწავლეთა პრეზენტაციებს და დავუსვამ შეკითხვებს.
აქტივობა 5 ( 5 წთ)

საშინაო დავალება
მოსწავლეებს მივცემ საშინაო დავალებას,რომელიც მოცემულია მათი გაკვეთლის ბოლოს და ვთხოვ ფერადი ქაღალდების გამოყენებით შექმნან მიტოზის და მეოიოზის მოდელები.



No comments:

Post a Comment